რუსთავში კორპუსი ჩამოინგრა - დაშავებულია ორი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 18:36 | 22.12.2022
ნანახია: 343

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. დაშავებულია ორი ადამიანი.

მედიის ცნობით, შემთხვევა რუსთაველის 11 ნომერში მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ნგრევის მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე