სააკაშვილს აქვს სწრაფად განვითარებადი დემენცია, რომელიც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს, უნდა იყოს გადაყვანილი დასავლეთის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში - ამერიკელი ექსპერტი
საქართველო, თბილისი - 17:33 | 22.12.2022 ნანახია: 793
სააკაშვილს აქვს სწრაფად განვითარებადი დემენცია, რომელიც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს, უნდა იყოს გადაყვანილი დასავლეთის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში - ამის შესახებ ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
ის ექსპრეზიდენტის მხრიდან სიმულაციას გამორიცხავს და ამბობს, რომ სააკაშვილისთვის დიაგნოზების დასმა ოქროს სტანდარტით მოხდა.
"პოსტტრავმული აშლილობა, შეძენილი დემენცია და პოლიფარმაცია"- ეს იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება.
"მას აქვს სწრაფად განვითარებადი დემენცია, რომელიც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს, უნდა იყოს გადაყვანილი ციხიდან დასავლეთის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში, იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში.
უნდა მოხდეს დეტოკსიკაცია ამ ტოქსიკური ელემენტების, ასეთი ტიპის დემენციით პატიმრის ციხეში გაჩერება შეუძლებელია, ეს დიაგნოზი მისი ციხიდან განთავისუფლების საფუძველია მე ასე ვფიქრობ. დემენცია გამოვლინდა მეხსიერების მკვეთრი შესუსტებით, დაქვეითებით მეტყველებასთნან დაკავშირებული პრობლემებით. ეს არის შეძენილი დემენცია, დიდი შანსია, რომ ეს დემენცია დაკავშირებულია ტოქსიკურ ელემენტებთან, როგორიცაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი, ის არის პროგრესირებადი და დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს. შეუძლებელია ფსიქოთერაპია ჩაუტარდეს იმ გარემოში სადაც ახლა არის.
ჩემი სამედიცინო რწმუნების მაღალი ხარისხით, მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა დღესაც მძიმეა, ის შეიძლება კიდევ გართულდეს, შეიძლება უბრალოდ მოკვდეს"- თქვა ექსპერტმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















