ჩემი მოთხოვნაა პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, მაკვდება ხელში შვილი - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 11:39 | 22.12.2022
ნანახია: 279

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დაიწყო. მასზე დასასწრებად უკვე მივიდა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. დარბაზში შესვლამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ითხოვს პროცესები სწრაფად ჩატარდეს.

"ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები, იმიტომ რომ მაკვდება ხელში შვილი", - თქვა გიული ალასანიამ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე