საქალაქო სასამართლოში პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 22.12.2022
ნანახია: 415

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას დისტანციურად ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე