შეუძლებელია, უყურო, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიას და მის პრეზიდენტს ცივილიზებული სამყაროს თვალწინ, საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი - პოდოლიაკი

საქართველო, თბილისი - 19:28 | 20.12.2022
ნანახია: 298

უკრაინა მზად არის, მიიღოს სააკაშვილი, გასცეს მისი უსაფრთხოებისა და სათანადო მკურნალობის გარანტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„შეუძლებელია, უყურო ადამიანის სიკვდილს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. შეუძლებელია, უყურო, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიას და მის პრეზიდენტს ცივილიზებული სამყაროს თვალწინ. უკრაინა მზად არის, მიიღოს სააკაშვილი, გასცეს მისი უსაფრთხოებისა და სათანადო მკურნალობის გარანტია. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე