ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 18.12.2022
ნანახია: 259

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გვიან, ღამით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

25 წლამდე ასაკის კაცმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. ძლიერი შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე