ენმ-ის დეპუტატმა, აბდულა ისმაილოვმა, შიმშილობა შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 18.12.2022
ნანახია: 291

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მედიკოსების რჩევით, ენმ-ის დეპუტატმა, აბდულა ისმაილოვი შიმშილობას წყვეტს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თემურ ჯანაშია ინფორმაციით, მას ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტა მოუწია.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის. ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილო, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ორი დღე და სახლში გავუშვით, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება", - თქვა თემურ ჯანაშიამ.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის დეპუტატებმა შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს. ამ დროისთვის, 3 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე