თბილისის მოდის კვირეული იწყება
საქართველო, თბილისი - 12:54 | 30.09.2015 ნანახია: 2615
დღეს თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია გაიმართა სასტუმროში Rooms Tbilisi. ღონისძიებას უძღვებოდნენ კვირეულის დამფუძნებლები თამარ ჩხეიძე და მარიამ ყუბუსიძე. ასევე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, Tbilisi Mall-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე და Oriflame Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო ბურძგლა.
თბილისის მოდის კვირეული 8-11 ოქტომბერს გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას კვლავ ვარდების მოედანზე განლაგებული გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“უმასპინძლებს, რომელიც გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს.
თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი ქ. თბილისის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია“). მოდის კვირეულზე პირველად წარადგენენ კოლექციებს Atelie 27, Lika 4 Lika და BULLY. კვირეულის განრიგშია ბრენდების SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, ARTBEAT PROJECT, ARTAREA, Pierrot Le Fou and Full House სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თავის კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ასევე კვირეულის საიმიჯო ფოტოს შექმნა.
ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ: VOGUE (Italia, Russia, Australia), NOWFASHION, Style Arabia, W Magazine, Le21ieme, ELLE Australia, Fault Magazine, Noctis Magazine, 55 pages, Tank Magazine, SHOWstudio, All The Pretty Birds, Purple Magazine, L’Officiel & Harper’s BAZAAR Turkey, Nargis Azerbaijan, Buro24/7 და სხვა. თბილისში ჩამოვლენ ცნობილი მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, რაიან ქუფმანსი - ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფოტოგრაფი, Celebrity IT GIRL ნატალი კანტელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კი ე.წ „ბაიერებს“ უმასპინძლებს, რომლებიც თბილისში ქართველი დიზაინერების გასაცნობად და შესაძენად ჩამოვლენ.
თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორი TBILISI MALL კვირეულის ორ ღონისძიებას უმასპინძლებს. 7 ოქტომბერს გაიმართება TFW pre-Party და FASHION NIGHT OUT. ასევე, TBILISI MALL-ში, ერთ-ერთ დახურულ ავტოსადგომზე, დიზაინერ გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართება.
2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.
კვირეულის გენერალური სპონსორი - TBILISI MALL
ოფიციალური მასპინძელი – გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“
კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა - „ორიფლეიმი“
პარტნიორები: ჯორჯიან ივენთსი, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, გაბუნია და პარტნიორები, დიზაინ სტუდია iStudio, სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, სარეკლამო კომპანია ALMA, კორპორაცია ქართული ღვინო და სასტუმრო ROOMS TBILISI.
მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერია, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „ARTAREA“.
გენერალური მედია პარტნიორები ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















