ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

საქართველო, თბილისი - 00:13 | 17.12.2022
ნანახია: 421

ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.

“მოკლედ, ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია. ესეიგი, ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად...  დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.

ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო.

მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი”, – წერს  ადვოკატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე