როდის გადაიყვანთ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში? - დეპუტატი ბერაია რატი ბრეგაძეს

საქართველო, თბილისი - 16:55 | 16.12.2022
ნანახია: 329

როდის გეგმავთ და როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში? - ამის შესახებ შეკითხვა იუსტიციის მინისტრს "ხალხის ძალის" წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ დაუსვა.

"საზოგადოებაში არის აღქმა და ზედაპირული ანალიზით ასე ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არის თუ არა ეს ნამდვილად ასე და თუ არის, რატომ? როდის გეგმავთ და როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?" - იკითხა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ. იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატების კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.

დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე