„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, სადაც რატი ბრეგაძეს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 16.12.2022
ნანახია: 283

საქართველოს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრაფარეტები გამოფინეს მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით.

ამის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ დარბაზის დატოვებისას რატი ბრეგაძეს მიმართა, რომ მის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.

მანამდე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც რატი ბრეგაძეს სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე