მოვუწოდებ ხელისუფლებას, შემიშვან უკრაინის მოქალაქესთან, მიხეილ სააკაშვილთან - უკრაინის ომბუდსმენი

საქართველო, თბილისი - 09:43 | 16.12.2022
ნანახია: 254

უკრაინის ომბუდსმენი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან. ამის შესახებ დმიტრო ლუბინეცი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ლუბინეცის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ამიტომ აუცილებელია, თავად დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, შემიშვან უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ახლა „ვივამედის“ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო სამედიცინო დახმარება და სათანადო განთავსების პირობები სამედიცინო დაწესებულებაში ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ და ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებაში”, – წერს უკრაინის ომბუდმენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე