საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს

საქართველო, თბილისი - 18:42 | 15.12.2022
ნანახია: 433

ტექსტილის საწარმო "აჭარა ტექსტილმა" გასულ წელს საფრანგეთის ნაკრებისთვის 150 000 წყვილი ფორმა შეკერა, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გია ლომინაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

"გასულ წელს საფრანგეთის ნაკრებისთვის 150 000 წყვილი ფორმა შევკერეთ და ნაკრები უკვე ჩვენი შეკერილი ფორმებით თამაშობს. "აჭარა ტექსტილი" საქართველოში NIKE ოფიციალური მწარმოებელია, შესაბამისად, ეს შეკვეთაც NIKE-სგან მივიღეთ", - განუცხადა გია ლომინაძემ გამოცემას.

მისივე ცნობით, საქართველოში შეკერილი შეკერილი ფორმებით საფრანგეთის გარდა პოლონეთის, ხორვატიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები თამაშობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე