კადრების გამოქვეყნება შეცდომა იყო ხელისუფლების მხრიდან, სასამართლოზე სააკაშვილის მიყვანის ნაცვლად, სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 12:04 | 15.12.2022
ნანახია: 288

ვფიქრობ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შეცდომა. შეცდომა იყო ორმაგად, ერთი, რომ, ზოგადად, ასე მოქცევა არ მოსულა, მეორე, პატიმრის მიმართ ასე ქცევა არ მოსულა. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილი მიეყვანათ სასამართლოზე, როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, იქ თავისი აზრი დაეფიქსირებინა, რატომღაც სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს,- ამის შესაებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ვერც მივხვდი, კადრების გაცრცელებას რა შინაარსი ჰქონდა. ამის მიზანი თუ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად არის, ჩვენ მას სათანადოდ ვუვლით და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩემი აზრით, ამისთვის ასეთი ტიპის კადრების გავრცელება საჭირო არ იყო. კადრები ამას არ ასახავდა, იმას კი არ ამბობდა, რომ სააკაშვილი კარგად არის, არამედ ამბობდა, რომ, ნახეთ, როგორი ანერვიულებულია და როგორ არ არის ფორმაში მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ერთი წელია, ციხეში ზის და ვსაუბრობთ დამონტაჟებულ კადრებზე, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. დახურულ სიცრცეში თუ გამოამწყვდევ ერთი წლის განმავლობაში და თუ დაუმონტაჟებ, ისეთი კადრები გამოჩნდება, რომელიც მას არ მოეწონება. ვფიქრობ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შეცდომა. შეცდომა იყო ორმაგად, ერთი, რომ, ზოგადად, ასე მოქცევა არ მოსულა, მეორე, პატიმრის მიმართ ასე ქცევა არ მოსულა. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილი მიეყვანათ სასამართლოზე, როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, იქ თავისი აზრი დაეფიქსირებინა, რატომღაც სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე