მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ნიკა გვარამიას შეწყალება, ივანიშვილის სანქცირება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
საქართველო, თბილისი - 18:55 | 14.12.2022 ნანახია: 464
ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.
კერძოდ, ერთ-ერთ შესწორებაში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“.
დღეს მიღებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი: „რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას სისტემურად სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადონ მისი სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ საფუძველზე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
პლენარულ სხდომაზე განხილულ შესწორებებში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებაზე და მასზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
"ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დოქტორი დევიდ სმიტის ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონის მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მის ჯანმრთელობის სწრაფად დაქვეითებას; იმეორებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება". – ნათქვამია დოკუმენტში.
შესწორებებში გაჩნდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახელიც, რომელსაც სთხოვენ, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.
"რეზოლუცია იწვევს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებები ამ საკითხის გადასაჭრელად; მოუწოდებს კომისიის ვიცეპრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში [ჯოზეფ ბორელს], აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში; კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას სათანადო მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული მიზნით, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება", – ნათქვამია შესწორებაში.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















