მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:44 | 14.12.2022
ნანახია: 265

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექსპრეზიდენტმა გადაწყვეტილება სასამართლო პროცესში არჩართვის შემდეგ პროტესტის ნიშნად მიიღო.

"ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როცა სააკაშვილი არათუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა". – თქვა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა.

ადვოკატმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან მისი წერილი წაიკითხა:

"დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ, იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო-ლინკით მაინც ჩართვაზე. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს". – წერს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე