„ქართული ოცნება“ ვიდრე არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს დადასტურდა ევროკავშირში გამართულ დებატებზე - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:08 | 14.12.2022
ნანახია: 235

ფაქტობრივად გვითხრეს, რომ მოთხოვნების შესრულება არ მიმდინარეობს იმ ტემპით და საერთოდ პროგრესი ამ კუთხით არ არის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვიდრე არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენ ფაქტობრივად გვითხრეს, რომ მოთხოვნების შესრულება არ მიმდინარეობს იმ ტემპით და საერთოდ პროგრესი ამ კუთხით არ არის. რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტში, ნიშნავს იმას, რომ ასე თუ გააგრძელებს „ქართული ოცნება“, საქართველო არა თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, არამედ უფრო იზოლირებული იქნება ევროკავშირისგან, დასავლეთისგან და უფრი მყარად დაექვემდებარება რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ ზეგავლენას. ეს არის ხელისუფლება, რომლის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ევეროკავშირის დღის წესრიგს. „ქართული ოცნება“ ვიდრე არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს დადასტურდა გუშინ ევროკავშირში გამართულ დებატებზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე