სოფელ წინანდალში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 13.12.2022
ნანახია: 262

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. 50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

გამოძიბა 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე