ოზურგეთში 2 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 13.12.2022
ნანახია: 447

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთში 2 წლის ბავშვი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით,, ბავშვი მეორე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ბავშვი კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე