პრეზიდენტმა ლაშა მძინარაშვილს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 22:00 | 12.12.2022
ნანახია: 289

საქართველოს პრეზიდენტი „კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც  ქართული ცეკვის ილეთები იყო გამოყენებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე