არა გაზპრომს! - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 12:20 | 05.03.2016
ნანახია: 1649

არა გაზპრომს! - ასეთია იმ აქციის ლოზუნგი, რომელიც რუსული ენერგოკომპანიის წინააღმდეგ ხვალ გაიმართება. აქცია შვიდობიანი სახის იქნება და როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ცოცხალი ჯაჭვი საელჩოს შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მოეწყობა. 

ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი გაზპრომთან მოლაპარაკებების შეწყვეტა და ტრანზიტის ძველი პირობებით გაგრძელებაა.

აქცია, ხვალ 2 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე