(R) შეცვალე ხუნდები, ნუ გაეხვევი უსიამოვნო თავგადასავლებში – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება
საქართველო, თბილისი - 20:44 | 12.12.2022 ნანახია: 546
ახალი წელი სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად საუკეთესო პერიოდია. საყვარელ ადამიანებთან სტუმრობა და მათთვის საჩუქრების გადაცემა ამ ჯადოსნური დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები არასასიამოვნო თავგადასავლებად არ გადაიქცეს, აუცილებელია, ზამთრის სუსხიან სეზონს მომზადებული ავტომობილით შევხვდეთ.
თუ არ გსურთ, ვიდეოს გმირის ბედი გაიზიაროთ, აუცილებელია, რომ ავტომობილის ხუნდები დროულად შეამოწმოთ და დარწმუნდეთ მის საიმედოობაში. სწორედ ხუნდები ასრულებს უდიდეს როლს ავტომობილის მშვიდად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში. სამუხრუჭე ხუნდების დანიშნულებასა და დროულად შეცვლის მნიშვნელობაზე „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი ნაწილების პროდუქტის მენეჯერი, დავით მინდიაშვილი საუბრობს.
რა არის სამუხრუჭე ხუნდი და რა დანიშნულება აქვს მას?
ხუნდი არის სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი დეტალი. თავდაპირველად ხუნდები მხოლოდ წინა საბურავების გასაჩერებლად იყო განკუთვნილი. დღეს მსუბუქი ავტომობილების 100%-ს სამუხრუჭე ხუნდები აქვს როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. ავტომობილის აგებულებაში ხუნდი საკმაოდ სწრაფად ცვეთადი ნაწილია და მისი შეცვლის დროს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის თოვლიან გზებზე ავტომობილით გადაადგილებისას გვქონდეს მაღალი ხარისხის, რესურსიანი ხუნდები.
სამუხრუჭე ხუნდების არსებობა წინა და უკანა მხარეს და მათი თანაბარი, ერთდროული მუშაობა უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც სწრაფ, მკვეთრ, ისე საჭიროების შემთხვევაში მდორე დამუხრუჭებას.
რა ნივთიერებისგან მზადდება ხუნდების ზედაპირი?
წლების წინათ ხუნდების შემადგენლობაში შედიოდა აზბესტი. ეს არის მასალა, რომელიც ხუნდებს სითბოს შთანთქმასა და გაფანტვაში ეხმარებოდა, თუმცა, რადგან აზბესტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებაა, თანამედროვე ხუნდების შემადგენელ კომპონენტებში მას ვეღარ ნახავთ. დღეს ხუნდები ძირითადად ორგანული ნივთიერებებისგან მზადდება, ისეთებისგან, როგორებიცაა მინა და რეზინი. ასევე ფისები, რომლებსაც შეუძლია მაღალ სითბოს გაუძლოს და უსაფრთხოა როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მის შემადგენლობაში ასევე შედის რკინა, სპილენძი, ფოლადი და გრაფიტი. ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთშია შერეული და ქმნის ხუნდის ზედაპირს.
რა სიხშირით უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე ხუნდები?
არ არსებობს კონკრეტული გარბენი ან დროის ინტერვალი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდები. მათი შეცვლა განისაზღვრება არა დროის ინტერვალით, არამედ მისი ზედაპირის მდგომარეობით. თუკი ხუნდების შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-მდე მივა, აუცილებელია მისი შეცვლა. ხუნდის ზედაპირის ცვეთა დამოკიდებულია მის ხარისხსა და შემადგენლობაზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გზის ზედაპირს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძირითადად ქალაქში გადაადგილდებით და ხშირად გიწევთ ავტომობილის გაჩერება, შესაბამისად, ხუნდები უფრო ინტენსიურად ეხება სამუხრუჭე დისკებს და მაღალია ცვეთის ხარისხი. ხოლო, თუკი თქვენი ავტომობილით ძირითადად საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე გიწევთ მოძრაობა, მაშინ ხუნდიც შედარებით გვიან გაცვდება. შესაბამისად, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის ინტენსივობა დამოკიდებულია მის მოხმარებასა და ხარისხზე.
რატომ არის აუცილებელი, რომ ზამთარს ხარისხიანი და რესურსიანი ხუნდებით შევხვდეთ?
ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს 0°C-იანი ნიშნულს სცდება და გზების ზედაპირი ხშირად იყინება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა იყოს ეფექტიანი. მოყინულ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისას მუხრუჭის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება. სამუხრუჭე ხუნდის ზედაპირის გაცვეთისას ავტომობილის გასაჩერებლად სამუხრუჭე დისკებზე ვეღარ იქმნება საჭირო წნევა, ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი არათანაბარი ხდება და თოვლიან ან მოყინულ გზაზე გაგვიჭირდება სწორად დამუხრუჭება, შედეგად კი იზრდება მოცურების ალბათობა.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი სამუხრუჭე ხუნდები შესაცვლელია?
არის თუ არა ხუნდი შესაცვლელი, ამის გაგება რთული არ არის . თანამედროვე ავტომობილების უმეტესობა აღჭურვილია ხუნდის ცვეთის სენსორით და როდესაც ხუნდის ზედაპირის სისქე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდება, ამის შეახებ მძღოლი ინფორმაციას მაჩვენებლის დაფაზე ანთებული შესაბამისი ნიშნით მიიღებს. თუკი თქვენს ავტომობილს არ აქვს ხუნდის ცვეთის მსგავსი სენსორი, მაშინ მისი ზედაპირის გაცვეთის ნიშნებია არასასიამოვნო ხმა მუხრუჭის გამოყენებისას, ვიბრაცია მუხრუჭის სატერფულზე, სამუხრუჭე მანძილის გაზრდა და სხვა. შესაძლებელია ყველა ავტომობილმა სხვადასხვანაირად გამოავლინოს რესურსის ამოწურვის ნიშნები, რადგან დიდწილად სამუხრუჭე ხუნდზეა დამოკიდებული ავტომობილით ჩვენი მშვიდი გადაადგილება, ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ხუნდების ზედაპირის სისქე, საჭიროების შემთხვევაში კი შევცვალოთ.
--
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















