იაშვილის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი მშობელთა სკოლას ხსნის

საქართველო, თბილისი - 11:56 | 05.03.2016
ნანახია: 2031

2016 წლის 10 მარტიდან იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მშობელთა სკოლა იხსნება.

ჰოსპიტლის წამყვანი პედიატრები ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს მშობლებისათვის სხვადსხვა აქტუალურ თემებზე უფასო ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ.

სოციალური პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ. სალექციო თემები წინასწარ არის განსაზღვრული და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო გაკვეთილი.

უფასო ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია   ტელეფონის ან ელექტრონული ანკეტის მეშვეობით   განხორციელდეს რეგისტრაცია, თითოეულ ლექციაზე დამსწრე მშობელთა რაოდენობა 50 ადამიანამდეა შეზღუდული.

სალექციო თემების და ექიმი-ლექტორების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია იაშვილის facebook გვერდზეhttps://www.facebook.com

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05

ან შეავსეთ ელექტრონული განაცხადი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე