პუტინი დამპირდა რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილი მაკრონს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 12.12.2022
ნანახია: 272

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მაკრონისთვის გაგზავნილ წერილში, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას ერთ-ერთ მთავარ მტრად აღიქვამს და მას საჯაროდ დაჰპირდა მოკვლას.

მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა.

"მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად მთვლის, ის საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის წერილიდან ციტატას მთავარი არხი ავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე