საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 21:37 | 11.12.2022
ნანახია: 29609

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა 161 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ქართველი კონკურსანტი მერვე ნომრად გამოვიდა. 

გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა. მან 203 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა 180 ქულით.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სომხეთმა უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე