ხორვატიამ ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

საქართველო, თბილისი - 21:54 | 09.12.2022
ნანახია: 505

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხორვატია და ბრაზილია დაუპირისპირდნენ. თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.

დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მიწურულს ბრაზილიელები ნეიმარის გოლით დაწინაურდნენ. მეორე დამატებით დროში კი ხორვატმა პეტკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა.

პენალტების სერია მეკარე ლივაკოვიჩის წყალობით ხორვატიამ მოიგო და ნეხევარფინალში გავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე