საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 12:57 | 09.12.2022
ნანახია: 263

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩს შეკითხვა დაუსვეს უკრაინაში ქართველი მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინაშეც არიან უკრაინელები, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთონ რაც შეუძლიათ დასახმარებლად. იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე