არაფრით ეხმარებით საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ბიჭებს გასაგებია, მარა შეურაცხყოფას ნუ აყენებთ! ცეცხლს ნუ ეთამაშებით - ელისაშვილი "ქართულ ოცნებას"

საქართველო, თბილისი - 18:48 | 08.12.2022
ნანახია: 277

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.

"უკრაინაში მეომარი ბიჭებისთვის (გოგოებისთვისაც) საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ლაპარაკი არის ბოდვა და მავნებლობა! ქართულ ოცნებას მინდა გკითხოთ: ხელისუფლებაში ყოფნით დაიღალეთ და გაცოფებული და შეურაცხყოფილი ხალხის ქუჩაში გამოსაყვან მიზეზს ეძებთ? თუ როგორაა თქვენი საქმე? მადლობას არ ეუბნებით, არაფრით ეხმარებით საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ბიჭებს გასაგებია მარა შეურაცხყოფას ნუ აყენებთ! ცეცხლს ნუ ეთამაშებით!", - წერს ალექსანდრე ელისაშვილი.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შესაძლოა, უკრაინაში წასულ მეომრებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე