საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - პიტერ სტანო

საქართველო, თბილისი - 16:31 | 08.12.2022
ნანახია: 314

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს",- წერს სტანო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე