მინდა, ვთხოვო ყველას, მათ შორის ყველაზე დეგრადირებულ ოპოზიციას, რომ ისეთი საკითხებით სპეკულირება, რომლებიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, არის ყოვლად ამორალური - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:25 | 07.12.2022
ნანახია: 273

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუღებელია სპეკულირება ისეთი საკითხებით, რომლებიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას.

მისივე თქმით, ამ თემით სპეკულირება ამორალური და უზნეოა.

„მინდა, ვთხოვო ყველას, მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთი საკითხებით სპეკულირება, რომლებიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, არის ყოვლად ამორალური, უზნეობა და ფარისევლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე