100 წლის მერე ჩვენც გარდავიცვლებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს - მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:35 | 06.12.2022
ნანახია: 308

100 წლის მერე მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე განაცხადა.

"ხუთი კი არა, სამი, ერთი ადამიანის დაღუპვაც კი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის ომში მონაწილეების, არის ჩვენთვის ტკივილი და ტრაგედია. ერთი ადამიანისაც კი და მათ შორის 100 წლის მერე მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე