სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
საქართველო, თბილისი - 16:14 | 05.12.2022 ნანახია: 1561
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.
ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა.
კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB- დონით განისაზღვრა.
აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ რიგით მე-6 წარმატებული განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.
ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.
ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
„წლებია, „ნიკორა“ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ფინანსური რესურსების მოზიდვის დივერსიფიცირებული წყაროების განვითარებაზე და წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ყოველ ჯერზე, დაინტერესება ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოში, საპენსიო სააგენტომ, სწორედ „ნიკორას“ ობლიგაციებში განახორციელა ინვესტიცია, რაც ჩვენი კომპანიისადმი დიდი ნდობის დასტურია. „ნიკორა“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მფლობელია (BB- სტაბილური პერსპექტივით), რაც კომპანიის საუკეთესო შეფასებაა, როგორც სანდოობის, ასევე ფინანსური გამჭირვალობის კუთხით. ფასიანი ქაღალდების გამოშვება საშუალებას გვაძლევს მოზიდული რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და წარმატებული საქმიანობისთვის“, - ირაკლი ბოქოლიშვილი, სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი.
„ნიკორა ჯგუფთან“ 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ. თიბისი კაპიტალის ჩართულობით განთავსებული რიგით მე-5 ემისია, ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ საერთო 5 ემისიიდან, 2 – სს„ნიკორა ტრეიდის“, 3 კი სს „ნიკორას“ განთავსებაა. ასევე, მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოს, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყვეთ ხელი. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
„მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი „ნიკორა ჯგუფის“ ობლიგაციების განთავსებაში და მივულოცო კომპანიას მორიგი წარმატებული განთავსება, რაც „ნიკორა ჯგუფის“ მიმართ, ინვესტორების მხრიდან მაღალ სანდოობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ გარიგებაში მონაწილეობით, საპენსიო სააგენტომ პირველად განახორციელა ინვესტირება საქართველოს ბაზარზე გამოშვებულ კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებში. მათი სახით, კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ინვესტორი დაემატა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”, - ოთარ შარიქაძე, „გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი.
„პირველ რიგში, მინდა კომპანია „ნიკორას“ მივულოცო მორიგი წარმატებული ემისია, რაც მეტყველებს კომპანიის მდგრად განვითარებაზე და ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობაზე. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო „გალტ & თაგარტის“ და „თიბისი კაპიტალის“ გუნდებს ასეთი ეფექტური მუშაობისთვის და აღნიშნული განთავსების წარმატებულად დასრულებისთვის. მოხარული ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსებაში, რაც უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს. ეს არის ჩვენი პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე, რომელსაც ჩვენ მუდამ ვაკვირდებით და როგორც მოსალოდნელი იყო, ვხედავთ მის გააქტიურებას, განსაკუთრებით ახალი ემისიების ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გარკვეული სტიმული იქნება ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით დავაბანდოთ საპენსიო დანაზოგები ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, - გოგა მელიქიძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















