პოლონეთში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:55 | 05.12.2022
ნანახია: 290

პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

6 დეკემბერს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე