უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 21:56 | 03.12.2022
ნანახია: 318

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუს ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლას 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე