ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი ოლივერ ვარჰეის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 03.12.2022
ნანახია: 308

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ Twitter-ზე ევროპარლამენტის წევრი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ტის როიტენი წერს.

ევროპარლამენტარი წერს, რომ ვარჰეი განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში.

"ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ითხოვს გამოძიებას გაფართოების კომისრის, ბატონი ვარჰეის ქცევის შესახებ, იმის გამო, რომ ის განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში" ,- წერს ევროპარლამენტარი.

15 ნოემბერს ოლივერ ვარჰეი საქართველოში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე