„ბათუმის წყლის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 04.03.2016
ნანახია: 1496

„ბათუმის წყლის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ბათუმში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს უკავშირდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა.

„მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამნისტრო. რაც შეეხება ალექსანდრე მიქელაძეს, გამოძიებისა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მან გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა  მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა“, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე