ბაიდენმა თქვა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, კრემლი ამისთვის მზად არ არის, სამხედრო ოპერაცია გრძელდება - პესკოვი
საქართველო, თბილისი - 16:44 | 02.12.2022 ნანახია: 144
ჯო ბაიდენმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, მაგრამ კრემლი ამისთვის მზად არ არის, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამის შესახებ რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.
მისი თქმით, რუსეთის მიზნების მისაღწევად პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის.
„აშშ ჯერ კიდევ არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციაში. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ართულებს ორმხრივი დისკუსიისთვის შესაძლო ნიადაგის ძიებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სალაპარაკოდ მზად არის, თუ მას ომის დასრულება სურს. ამასთან, განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი რაციონალური გზა რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანაა.
„მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს. ის ამის გამო ძალიან მძიმე საფასურს იხდის. წარმოუდგენელ სასაკლაოს აწყობს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, ეს ავადმყოფური ქმედებაა“, – განაცხადა ბაიდენმა.
პოლიტიკა
- გიორგი ხოჯევანიშვილი პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტს ტოვებს
- დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ ოცნებას - ხაბეიშვილი
- საქართველოს მთავრობა ასრულებს მუქარას, რომელიც პუტინმა წლების წინ გააჟღერა - მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
- თუ უკრაინა რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს - ბენ ჰოჯესი
ეკონომიკა
- სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს შენდება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ღვინის კომპანია „ენოლოგიამ“ მზის პანელები დაამონტაჟა
- საქართველოს ბანკის „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა ოცმა კომპანიამ მიიღო
მსოფლიო
- თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი 11 100-ს აღემატება
- თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა
- თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა - მაგნიტუდამ 7.6 შეადგინა
- Grammy 2023-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონფლიქტები
- რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია
- ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი
- აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა - ზახაროვა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა
- (R) გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი
- ,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება