რაც ვნახე კოშმარი იყო, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 15:23 | 02.12.2022
ნანახია: 322

კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტი მოინახულა მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. მედიასთან მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთ ცუდ მდგომარეობაში არ უნახავს, როგორშიც დღესაა.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საწოლიდანაც ვერ დგება.

"პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე