ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე - კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

საქართველო, თბილისი - 13:37 | 01.12.2022
ნანახია: 309

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და საბოლოო ჯამში დაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით , „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა ძალაუფლებისთვის, ფულისთვის.

„ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც საბოლოო ჯამში დაასუსტებს პარტიას და ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშე არჩევნებს ატარებენ საკუთარ პარტიაში. ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ძალიან კარგი. მათ ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და საბოლოო ჯამში დაპირისპირებას და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში. ეს კარგია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე