სახლსა და ავტომობილში მოსასმენი მოწყობილობა ვიპოვე - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველო, თბილისი - 11:55 | 30.11.2022
ნანახია: 236

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძე აცხადებას, რომ მასზე ფარული მიყურადება ხორციელება.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მის სახლსა და ავტომობილში მოსასმენი მოწყობილობა იპოვა, საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე კორპუსზე კი მისივე თქმით, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა.

"ეს იქნა აღმოჩენილი სავარძელში და მეორე -ავტომანქანაში, მესამე კი დამონტაჟებულია. ეს არის მაღალი დონის მოსასმენი და ვიდეოთვალი, ავტომანქანის ე.წ ბარდაჩოკში იყო ჩამონტაჟებული, სავარძლის გვერდით. [...] მოსასმენად და სათვალთვალოდ იყენებდნენ. ვერ გეტყვით, რას უკავშირდება. ვეწევი საადვოკატო საქმიანობას", - ამბობს ხაჭაპურიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე