აღმაშენებელის გამზირზე ერთმანეთს, სავარაუდოდ, ახალგაზრდების ჯგუფი და უცხოელი ტურისტები დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 10:18 | 30.11.2022
ნანახია: 482

 წუხელ აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდების ჯგუფსა და უცხოელ ტურისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

კადრებში, რომელიც თვითმხილველმა არხს მიაწოდა, ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, ჰაერში ისვრის.

მედიასაშუალების ინფორმაციით, შეიარაღებული ჩხუბი სულ მცირე 15 წუთს გაგრძელდა, თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე