იულია ტიმოშენკო, რომელიც ციხიდან ეტლით გამოვიდა, მეორე დღეს წამოხტა… ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე? -კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:22 | 29.11.2022
ნანახია: 309

ვერცერთი თქვენგანი ვერ საუბრობთ დიაგნოზზე. ვერაფერს ამბობთ დიაგნოზზე და ასევე ვერ ამბობთ, ემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას, -  თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

მისი შეფასებით, ასეთ პირობებში, ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა.

„შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან ეტლით გამოვიდა. მანამდე იყო უამრავი სიმულაცია. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, რატომ? იმიტომ, რომ მარტივი სიმულაცია იყო. ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე ამ შემთხვევაშიც? ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი, პირველ რიგში, სწორედ დიაგნოზით“, - თქვა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე