ნიკა მელია ამბობს, რომ არ დაუშვებს პარტიაში არაფორმალურ გავლენებს

საქართველო, თბილისი - 20:12 | 28.11.2022
ნანახია: 241

არ მსურს და არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში, რომელიც ჩემს საკუთარ ოჯახად იქცა უკვე ბევრი წელიწადია, ვინმეს ჰქონდეს შეძლოს ფარდის უკნიდან, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმიდან თავს მოახვიოს გავლენები არაფორმალურად, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა, თუმცა გამორიცხა ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ასევე გეგმავს ენმ-ს თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დასახელებას:

"არ მსურს და არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში, რომელიც ჩემს საკუთარ ოჯახად იქცა უკვე ბევრი წელიწადია, ვინმეს ჰქონდეს შეძლოს ფარდის უკნიდან, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმიდან თავს მოახვიოს გავლენები არაფორმალურად. შეუძლებელია არაფორმალური მმართველი გერქვას შენ და სურვილიც კი გქონდეს პარტიის გაძლიერების. თუკი ვინმე არის ფარდის უკან, ძალიან დელიკატურად ძალიან არაკონფრონტაციულად გნებავთ, ვაიძულო ან დავარწმუნო, რომ გამოვიდეს და მთელი სიდიადით წარსდგეს საზოგადოების წინაშე.

მე ვფიქრობ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც მგონია, რომ საკმარისად კარგად ვიცნობ და მე პირველ რიგში საკუთარ თავს არ ვაკადრებ არც ახლა და არც მომავალში, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე ვთქვა, რომ მის უკან დგას ხალხი, ვინც მისი ნების წინააღმდეგ რაღაცას მას აკეთებინებდნენ. " - ამბობს მელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე