უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

საქართველო, თბილისი - 16:51 | 27.11.2022
ნანახია: 336

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

მისივე ცნობით, თვითმფრინავი უკან, თურქეთში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.

„უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, თურქეთში. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე