მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:38 | 26.11.2022
ნანახია: 416

11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება. ღონსძიების ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა."

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები.

ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით, სახელწოდებით - "ჩვენ ერთად", რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ "კოსმოსში" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

კონცერტში მონაწილეთა სიას, ქართული დიასპორის ორგანიზაცია, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და წერს, რომ პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები, 1 დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე