ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ის მუხლიც არ უნდა იყოს, რითაც არის დაკავებული - ლევან იოსელიანი

საქართველო, თბილისი - 13:24 | 26.11.2022
ნანახია: 298

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ის მუხლიც არ უნდა იყოს, რითაც არის დაკავებული, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ნიკა გვარამია იყოს დღეს ციხეში იმ წარდგენილი ბრალდებისთვის, რაც აქვს წარდგენილი.

„ზოგადად მე არ მომწონს არავის ციხეში ჯდომა, ვინც არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეტაპი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები, თუ პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები არიან ციხეში და შემდეგ ამის გარშემო არის განუწყვეტელი აჟიოტაჟი. ეს ფარავს ყველა სხვა თემას, რომელიც ქვეყანაშია მნიშვნელოვანი.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ის მუხლიც არ უნდა იყოს, რითაც არის დაკავებული და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ნიკა გვარამია იყოს დღეს იმ წარდგენილი ბრალდებისთვის, რაც აქვს წარდგენილი“, - თქვა იოსელიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე