ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:34 | 26.11.2022
ნანახია: 397

შსს-ს ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

გავრცელებული ცნობით, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა, რომლებიც იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ჯერ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილისში გადაიყვანეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე