ხაშურის დედათა მონასტერში მონაზონს სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 26.11.2022
ნანახია: 483

ხაშურში მონაზონს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. გავრცელებული ინფორმაციით,  სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, ორი პირი შეიჭრა, რა დროსაც  მონასტრის იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთმა თავდასმსხმელმა მონაზონი  გააუპატიურა.

სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მსხვერპლს ტვინის შერყევა, სხეულისა და სახის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

საქმე აღძრულია 179-ე, ყაჩაღობისა და  139-ე, გაუპატიურების მუხლებით. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე