რუსთაველის გამზირზე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 23:53 | 25.11.2022
ნანახია: 270

"თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!" - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა გაიმართა.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაუპატიურების მუხლის ცვლილება იყო.

მარშში მონაწილე ადამიანები ამ გზით ითხოვენ ქალების დაცვას სქესობრივი დანაშაულებისგან. მათ ფეხით გაიარეს გზა პირველი რესპუბლიკის მ რუსთაველამდე, პარლამენტის შენობამდე.

კანონის მოქმედი რედაქციით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი სქესობრივი დანაშაული, რომელსაც თან ძალადობაც ახლავს, და არა ის შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას არ და ვერ უწევს, თუმცა აქტზე თანახმა არაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე