მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს - კალაძე

საქართველო, თბილისი - 20:05 | 25.11.2022
ნანახია: 306

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„მე არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ვფიქრობ, ქალბატონი სალომე პრინციპული ადამიანია“, – აღნიშნა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. "დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე